Get All Access for $5/mo

გაერომ, მსოფლიოში შიმშილობის პრობლემის მოსაგვარებლად, ილონ მასკს $6,6-მილიარდიანი გეგმა წარუდგინა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად, ილონ მასკის ქონების 2% სრულიად საკმარისი იქნება მსოფლიოში შიმშილობის პრობლემის დასაძლევად.

ილონ მასკი იმ ადამიანთა რიცხვს არ მიეკუთვნება, რომლებიც სოციალურ ქსელებში კონფლიქტს არიდებენ თავს. იგი გამოირჩევა ისეთ ადამიანებთან კამათით, როგორებიც არიან ჯეფ ბეზოსი, ბერნი სანდერსი, სხვადასხვა პოლიტიკოსები თუ საზოგადო მოღვაწეები, და არც ისე დიდი ხნის წინ, მათ რიცხვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) წარმომადგენლებიც შეემატნენ. გასულ თვეს, ამ ორგანიზაციის დირექტორმა დევიდ ბისლიმ CNN-ს განუცხადა, რომ ილონ მასკის ქონების 2% (6 მილიარდი დოლარი) სრულიად საკმარისი იქნებოდა მსოფლიოში შიმშილის პრობლემის მოსაგვარებლად.

„ეს რთული არ იქნება. საუბარია 6 მილიარდ დოლარზე 42 მილიონი ადამიანის დასახმარებლად, რომლებიც ნამდვილად დაიღუპებიან, თუ მათ არ დავეხმარებით", − განაცხადა მან.

მასკმა მაშინვე უპასუხა და WFP-ს მოუწოდა ზუსტად აღეწერა, თუ როგორ შეძლებდა ორგანიზაცია ამ მიზნის მიღწევას.

WFP-მ მიიღო ეს გამოწვევა და სრული ინფორმაცია გამოაქვეყნა, თუ როგორ დახარჯავს იმ $6.6 მილიარდს, რომელიც მთელ მსოფლიოში შიმშილის პრობლემის დასაძლევადაა აუცილებელი.

პასუხის გამოქვეყნების შემდეგ, ბისლიმ Twitter-ზე მისწერა მასკს, რომ WFP მზადაა მასთან გეგმის შესახებ სასაუბროდ.

გეგმის მიხედვით, ხსენებული $6.6 მილიარდით 42 მილიონ ადამიანს ექნება უზრუნველყოფილი საკვები ერთი წლის განმავლობაში და შესაბამისად, შიმშილობის რისკი აღარ შეიქმნება. $3.5 მილიარდი საკვების შეძენასა და მის მიწოდებას მოხმარდება, $2 მილიარდი − ნაღდი ფულისა და სასურსათო ვაუჩერების სახით იქნება, ხოლო დანარჩენი თანხით საოპერაციო ხარჯები დაიფარება.

„ეს $6,6 მილიარდი საშუალოდ 43 ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმარება. მათ დღის განმავლობაში ადამიანის არსებობისათვის აუცილებელი საკვების ულუფას მიაწვდიან, რისი ერთეული ღირებულება $0,43-ს შეადგენს", − ნათქვამია WFP-ის გეგმაში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

Lambda Gaming-ის გაბრწყინება CasinoBeats 2024-ზე

8Bit Football Twinko წლის საუკეთესო თამაშად დასახელდა!

Business News

OnWay-მ 2023 წელს მილიონზე მეტი ამანათი გადაზიდა

წელს განსაკუთრებით გაიზარდა კომპანიის, როგორც რეგიონული გადამზიდის, მასშტაბები